×
ჩვენს შესახებ
პროდუქცია
რეალიზებული პროექტები
აუთლეთი
ბლოგი
  • ჩვენ შესახებ

    Kerama Marazzi ყოველწლიურად უშვებს კერამოგრანიტის, კერამიკული ფილისა და მოზიკის ათობით მილიონ კვადრატულ მეტრს, ამავე რაოდენობის დეკორატიულ ელემენტს: ჩადგმებს, დეკორებს, საფეხურებს, პანოს, პლინტუსებს და სხვა.

    კომპანიის საწარმოო სექტორი წარმოდგენილია ორი უმსხვილესი თანამედროვე ქარხნით. ორივე მათგანი აღჭურვილია წამყვანი იტალიელი მწარმოებლების ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით - SACMI, ICF, TechnoFERRARI

    Kerama Marazzi- ფილების კერამიკული გრანიტის, მოზაიკისა და დეკორატიული ელემენტების ჯამური რიცხვი აღემატება 4000 პოზიციას. ეს ყველაზე ფართო ასორტიმენტია კერამიკული ფილების მწარმოებლებს შორის, რომლის არჩევანის და ქარხნის მასშტაბების ანალოგი ჯერ არც ერთ წამყვან კომპანიას არ გააჩნია.

    კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმატის, სტილის, განსხვავებული ფერთა გამის, სისქისა და ზედაპირის მრავალფეროვანი არჩევანით.

    Kerama Marazzi აკმაყოფილებს ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების მომხმარებელს, ანუ მათ, ვისაც გამორჩეული სტილის შექმნა სურს ინტერიერში.

    იტალიელი დიზაინერები ყოველწლიურად ევროპის ულამაზესი ქვეყნების, მუზეუმების, ხელოვნების ნიმუშებისა და ღირსშესანიშნაობების ინსპირაციით ქმნიან ახალ კოლექციებს. თითოეულ დეტალში გამოტანილია სხვადასხვა კულტურის, ტრადიციისა და ისტორიის მახასიათებელი შტრიხები, ფერები და საბოლოოდ ქმნიან გამას, რომელიც მუდმივად სიახლის ძიების სურვილს აღძრავს.

    მაგალითად, ასეთი კოლექციებია:

    Kerama Marazzi- ასორტიმენტი იმდენად დიდია, რომ საშუალებას აძლევს, როგორც ყველა ტიპისა და გემოვნების მომხმარებელს, ასევე დიზაინერებსა და არქიტექტორებს მიიღონ საჭირო გადაწყვეტილებები, შექმნან დახვეწილი ინტერიერის დიზაინი და უზრუნველჰყონ პროექტის სრულყოფილებამდე მიყვანა.

    ჩვენი მისამართია: თამარ მეფის გამზ. #2

    ტელ.: 032 204 00 00